ჯონ ფრუშანტე

ჯონ ფრუშანტე 50 წლის გახდა: ცხოვრება, ჰეროინი, მუსიკა

0 კომენტარი
ფოტო: GRAMMY.com

დღეს ჯგუფის Red Hot Chili Peppers გიტარისტი და როკ-ვარსკვლავი, ჯონ ფრუშანტე, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტების სიაში მოხვდა,  50 წლის გახდა. 

ფრუშანტე 15 წლის ასაკში Red Hot Chili Peppers-ის კონცერტზე მოხვდა და ჯგუფის  ერთგულ ფანად,  ორი-სამი წლის შემდეგ კი წევრადაც იქცა. უკვე 21 წლის ასაკში ფრუშანტე ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული ხდება და დეპრესია ეწყება. ის ჯგუფიდან წამოვიდა და თავის სახლში გამოიკეტა. იქ მან ორი ალბომი შექმნა, რომლიდანაც შემოსული ფული ჰეროინზე დახარჯა. ფრუშანტეს დასცვივდა კბილებები, კანი დაფარული ჰქონდა წყლულებით, თუმცა მიუხედავად ამისა შეძლო, გაიარა რეაბილიტაცია და ბენდში დაბრუნდა. ფრუშანტეს სოლო კარიერაც გრძელდებოდა და მუსიკოსმა 2004 წელს 6 ალბომი გამოუშვა. 

2008 წელს, როდესაც ჯგუფმა Red Hot Chili Peppers გაურკვეველი ვადით შესვენება აიღო, ფრუშანტე ელექტრონული მუსიკით დაინტერესდა და განვითარება სწორედ ამ გეზით დაიწყო.

ჯონი დეპმა ფრუშანტეს  90-იანი წლების ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო: 

მუსიკოსის დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენეთ რამდენიმე ნაწყვეტი მისი ინტერვიუებიდან:

"როდესაც გიტარაზე ვუკრავდი, საკუთარ თავს ვეთამაშებოდი. ვამბობდი: ახლა საკუთარ სხეულს მივატოვებ. ვაპირებ, გავაგრძელო გიტარაზე დაკვრა, ისევ ხელში მიჭირავს, თუმცა აქ არ ვიმყოფები. მე მართლა ვიწამე ის სულიერი ძალა, რომელიც ჩემს სხეულს განაგებს. ბავშვობაში გონებაში ხმები ყოველთვის მესმოდა, თუმცა ახლა ჩემს თავში ბევრად მეტი ხმაა. ისინი მელაპარაკებიან, მომავლის შესახებ მიამბობენ. მეუბნებიან რა მოხდება ორ წუთში და რაც არ უნდა თქვან, სწორედ ასე ხდება. ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებენ, რომ მათი ჭეშმარიტების მწამდეს. ისინი კარგად იცნობენ მომავალს, რადგან მომავალი უკვე ბევრჯერ განმეორებულა. ისინი არ ცხოვრებენ იმ განზომილებაში, რომელშიც დრო არსებობს, სამაგიეროდ, ისინი იმ ადამიანების ენერგიას იყენებენ, რომლებიც ისეთ განზომილებაში ცხოვრობენ, რომელშიც დრო არსებობს."

"ჰეროინი შენს პერსონას ხაზს უსვამს. თუ მუსიკის შექმნა გინდა, ის კონცენტრაციაში დაგეხმარება, ამავდროულად, თუ ლოგინზე წოლა და არაფრის კეთება გსურს, ამასაც უკეთესად გაგაკეთებინებს. მასთან ერთად ყველაფერი რაც გინდა უკეთ გამოგდის. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს შემთხვევაში ეს ასეა, დანარჩენების - არა. ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც არ მოიხმარს და ძალიან მიხარია, მაგრამ მათ იციან, რომ თუ მე არ მოვიხმარ, ცეცხლი ჩემს თვალებში ჩაქრება, ინდივიდუალობას დავკარგავ, უბედური ვიქნები და გამოფიტული. ბევრი მეუბნება, რომ დამოკიდებულ ადამიანთან საუბარი უჭირს, თითქოს ორ მოსაუბრეს შორის უჩინარი კედელია აღმართული. ჩემი შემოქმედება არ გავს იმას რასაც სხვები აკეთებენ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჰეროინი ჩემზე სხვანაირად მოქმედებს. "

ვფიქრობ, რომ ღირებულ მუსიკას ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც ინტერესდებიან მუსიკის წერის დროს მიმდინარე გონებისა და სულის ურთიერთქმედების პროცესით.

ფოტო: Last.fm

"არ მომწონს ის ადამიანი, რომელიც წარსულში ვიყავი, ყველა ჩემი პრიორიტეტი არასწორი იყო და გიტარაზე დაკვრისთვის მეტი დრო რომ დამეთმო და ნეკლები - შორტების, სასაცილო მაისურებისა და იდიოტური ქუდების არჩევისთვის, ბევრ კარგ სიმღერას დავწერდი. ამ კადრებს (იგულისხმება ჯონი დეპის ჩაწერილი ინტერვიუები) სინანულის გარეშე ვერ ვუყურებ, სულ არ ვარ ბედნიერი, როდესაც  საკუთარ თავს ამ მდგომარეობაში ვხედავ. 18 წლის ვიყავი. 18 წლის ადამიანი, რომელიც იმსახურებდა, რომ მისთვის სახეში მაგრად გაერტყათ."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები