ქალთა მიმართ ძალადობა

"გულმკერდსა და მუცელში ჭრილობები მიაყენა" - ხაშურში ქალის დაჭრისთვის ყოფილი ქმარი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: www.readersride.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცი, რომელმაც ხაშურში ყოფილი ცოლი დაჭრა, 1992 წელს დაბადებული მ.ლ.-ა და ის დაკავებულია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა", - ამბობენ უწყებაში.

შსს-ს ინფორმაციითვე, პოლიციის მისვლამდე, ბრალდებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, უმცროსმა ინსპექტორმა ალექსი ტაბატაძემ შეაჩერა და განაიარაღა, რომელიც არასამუშაო დროს ხაშურში იმყოფებოდა და მომხდარ ფაქტს შეესწრო.

სამართალდამცველებმა კაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები