ტურიზმის ადმინისტრაცია: მოსალოდნელია, რომ მარტი გამოწვევებით იქნება სავსე

georgicatravel.ge

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ეხმაურება კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ ზეგავლენას ტურიზმის დარგზე.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "საერთაშორისო ობიექტური ტენდენციებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ მარტის თვე მაღალი გამოწვევებით სავსე იქნება,
როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში."

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გაზრდიან მარკეტინგული კამპანიების ინტენსივობას.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ " მთავრობამმთელი რიგი ეფექტური ღონისძიებები
განახორციელა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების ფარგლებში," რაშიც ნაგულისხმევია საზღვარზე მოქალაქეების შემოწმება და დეზინფექცია.

"ასეთი ზომები ხელს შეუწყობს საქართველოს იმიჯს, რომ ახალი კორონა ვირუსის გავრცელების კუხით საქართველო დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის არის. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა, ეს იმიჯი ვირუსის ჩაცხრომასთან ერთად დაეხმარება კერძო სექტორს და ხელს შეუწყობს პოტენციურ ტურისტებს, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობისას არჩევანი საქართველოზე გააკეთონ."

კომენტარები