გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში, ქარსაცავი ზოლი იწვის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში, ქარსაცავი ზოლი იწვის.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ხანძარს 100-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობს და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დილიდან ჩაერთვება.

კომენტარები