პრეზიდენტის ვიზიტები

ადმინისტრაცია: კორონავირუსის გამო პრეზიდენტმა უცხოეთში დაგეგმილი ვიზიტები გააუქმა

instagram.com/salome_zourabichvili/

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვიზიტები გააუქმა. ინფომრაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმიანისტრაცია ავრცელებს. 

"საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინაციით, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები. გასაჯაროებამდე, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ეცნობა ჩვენს პარტნიორებს," - წერია განცხადებაში.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4,027-მდე გაიზარდა. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 114,458 შემთხვევა, აქედან 64,270 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ ეტაპზე, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 15 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 178 ადამიანი, ხოლო 21 თებერვლის შემდეგ თვითიზოლაციის რეკომენდაცია 1108 ადამიანს მისცეს.

კომენტარები