ირანში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Elizabeth R. Fischer / Rocky Mountain Labs/NIAID/NIH

ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროის ოფიციალური მონაცემებით, სულ ირანში ვირუსით 354 ადამიანი გარდაიცვალა.

გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც. გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა. სულ კი ირანში 9000 ადამიანია კორონავირუსით დაინფიცირებული.

რაც შეეხება საქართველოს, ამჟამინდელი მონაცმებით, ქვეყანაში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული​. კარანტინის პირობობებში კი 298 ადამიანი იმყოფება.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4,378-მდე გაიზარდა. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 121,230 შემთხვევა, აქედან 66,904 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები