ღამის მერია

ღამის მერია კორონავირუსის გამო მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრებს წყვეტს

სერგი გვარჯალაძე

თბილისის ღამის ეკონიმიკა, ანუ ე.წ. თბილისის ღამის მერია, კორონავირუსის გამო მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრებს დროებით შეწყვეტს.

ამის შესახებ მათ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერეს.

"კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები მოქალაქეებთან დროებით შეჩერებულია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, ღამის ეკონომიკის ფეისბუქ გვერდის მეშვეობით მოგვმართოთ. 

ვუერთდებით რეკომენდაციას, რომ მოქალაქეებმა თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და მიიღონ პრევენციული ზომები კორონავირუსისგან თავის დასაცავად", - წერია გამცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, ფლანგვის დეტექტორის ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2018-2019 წლებში ღამის მერიისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 215 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც ნახევარზე მეტი - 121 140 ლარი ღამის მერმა, სერგი გვარჯალაძემ მიიღო.

გვარჯალაძის ხელფასი თვეში დაახლოებით 5 200 ლარია.

2018 წელს გვარჯალაძემ ბიუჯეტიდან 51 460 ლარი აიღო, ხოლო 2019 წელს 69 680 ლარი.

სერგი გვარჯალაძის ანაზღაურების გარდა, ღამის მერიის თანამშრომლების ანაზღაურება გასული ორი წლის მანძილზე 94 ათასი ლარი დაჯდა. 2018 წელს ღამის მერიაში სამი ადამიანი მუშაობდა, 2019 წელს კი კიდევ ერთი დაემატა.

კომენტარები