ტომ ჰენკსი: მივყვეთ სპეციალისტების რჩევებს და ვიზრუნოთ საკუთარ თავებსა და ერთმანეთზე

ამერიკელმა მსახიობმა, ტომ ჰენკსმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა და ცოლთან ერთად კარანტინში იმყოფება, გულშემატკივრებს მიმართა.

"გამარჯობა, ხალხო. რიტას და მე გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ჩვენ ასეთ კარგ სიტყვებს გვეუბნებით. ჩვენ გვაქვს კორონავირუსი და ვართ იზოლაციაში, ამიტომ, სხვას არავის გადავდებთ. არიან ადამიანები, ვინც შეიძლება ამ სერიოზულ ავადმყოფობამდე მიიყვანოს. არის რაღაცები, რაც ყველამ შეგვიძლია გავაკეთოთ - მივყვეთ სპეციალისტების რჩევებს და ვიზრუნოთ საკუთარ თავებსა და ერთმანეთზე. გვახსოვდეს, მიუხედავად ნებისმიერი მიმდინარე მოვვლენისა, "ბეისბოლში არ ტირიან", - წერს მსახიობი.

ტომ ჰენკსს და მის ცოლს, რიტა უილსონს კორონავირუსი 12 მარტს დაუდგინდათ. მსახიობი ცოლთან ერთად ავსტრალიაში ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა.

კომენტარები