გლობალური ეკონომიკა

ყველაზე დიდი ვარდნა 1987 წლის შემდეგ - აშშ-ის უმსხვილესი საფონდო ინდექსები 10%-ით შემცირდა

0 კომენტარი

12 მარტის სავაჭრო დღის განმავლობაში უმსხვილესი ამერიკული საფონდო ბირჟების ინდექსი თითქმის 10%-ით შემცირდა. 9,99%-ით შემცირდა Dow&Jones-ის ინდუსტრიული ინდექსი, 9,5%-ით S&P 500-ის მაჩვენებელი, ხოლო NASDAQ-ის ინდექსმა 9,4%-იანი კლება აჩვენა. 

ამგვარად, გუშინდელი ვარდნა იყო ყველაზე მასშტაბური ბოლო 33 წლის განმავლობაში. ბოლოს ამაზე მეტად ბირჟების ინდექსი 1987 წლის "შავ ორშაბათს" შემცირდა. მაშინ ერთ დღეში Dow&Jones-ის ინდექსმა 22% დაკარგა და ისტორიაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია. 

ისტორიული ვარდნის პარალელურად, მკვეთრად გაიზარდა ვოლატილობის [VIX] ე.წ. შიშის ინდექსი. სავაჭრო დღის განმავლობაში ინდექსი 40 პუნქტით გაიზარდა და ა2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. 

გუშინდელ ვარდნასთან ერთად დასრულდა ე.წ. Bull Market ანუ შეუქცევადი ზრდის ციკლი. უნდა ითქვას, რომ უკვე დასრულებული ზრდის ციკლი ყველაზე ხანგრძლივი იყო აშშ-ის ისტორიაში. უწყვეტი ზრდის უკვე ბოლო ციკლმა, რეკორდი გასული წლის 23 აგვისტოს დაამყარა და ჯამურად ზრდის 3453 დღეს მოიცავდა. 

მანამდე არსებული ყველაზე ხანგრძლივი ციკლი 1990 წლის 11 ოქტომბრიდან 2000 წლის 24 მარტამდე 3452 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. 

ცნობისთვის, ამერიკულ და ევროპულ ბირჟებზე ინდექსების ვარდნა კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად სულ უფრო მატულობს. 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამის შემდეგ აშშ-მა ევროპასთან ავიამიმოსვლა შეაჩერა, რის გამოც მკვეთრად გაუფასურდა ნავთობის ფასი და ინვესტორთა მოლოდინები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები