კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი ადამიანი გამოჯანმრთელდა

0 კომენტარი
ფოტო: McMaster University

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი ადამიანი გამოჯანმრთელდა - ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციურმა საავადმყოფომ დაადასტურდა.

პაციენტის კორონავირუსზე ტესტირებისამ ორჯერ ზედიზედ უარყოფითი პასუხი აჩვენა, რის შემდეგაც პროტოკოლის მიხედვით ის გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა.

საუბარია პირველ პაციენტზე, რომელიც საქართველოში 26 თებერვალს ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის თქმით, დღეს კონსოლიუმი გადაწყვეტილება მიიღებს, პაციენტი გაწერის შემდეგ, თვითიზოლაციაში იქნება თუ არა.

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევა არის გამოვლენილი, აქედან ერთი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები