ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო მთავრობას: სავალდებულო საპენსიო შენატანები 8 თვით უნდა შეჩერდეს

ევროპული საქართველო
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით მთავრობას ინიციატივით მიმართავს და მოუწოდებს, სავალდებულო საპენსიო შენატანები 8 თვით შეჩერდეს. 

პარტიის განცხადებით, ამის შედეგად დასაქმებულების ჯიბეში 108.2 მილიონი ლარი დარჩება, რასაც თავიანთი მზარდი ხარჯების დასაფარად გამოიყენებენ. 

"მეწარმეებსა და დამსაქმებლებს 83.1 მილიონი ლარი დარჩებათ, რაც სამუშაო ადგილების დაკარგვას და უმუშევრობის ზრდას შეამცირებს. სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მილიონი ლარი, რაც ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარად იქნება საჭირო,"- წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები