კორონავირუსი საქართველოში

განათლების სამინისტროს რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს

0 კომენტარი
ფოტო: thedailysheeple.com

განათლების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ახალ რეკომენდაციებს აძლევს. განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დაწესებულებებმა მას შემდეგ რაც სწავლა განახლდება, განახლებული სასწავლო პროცესი უნდა დაგეგმონ იმგვარად, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული. 

"არდადეგების პერიოდში მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია უზრუნველყონ სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება. ასევე, უზრუნველყონ მშობლებთან საკომუნიკაციო არხების გამართვა მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდებისა და არდადეგების პერიოდში მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით," - წერია განცხადებაში.

სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლებმა უნდა გათვალისწინონ მოსწავლეთა ინდივიდუალური მდგომარეობა, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. ასევე მასწავლებლებმა უნდა შეურჩიონ ბავშვებს კლასგარეშე საკითხავი მასალა და მიაწოდონ სკოლის ბიბლიოთეკიდან.

"რეკომენდებულია მასწავლებლებმა, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის მოამზადონ შესაბამისი მასალები როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად, მაგალითად: საკითხავი ლიტერატურა; შემეცნებითი აქტივობები; კვლევითი პროექტები; ონლაინ პლატფორმები/ელ. მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თემატური დავალებები და სხვა," - წერია განცხადებაში.

განათლების სამინისტრო ასევე იძლევა რეკომენდაციას გაიმართოს საკომუნიკაციო ქსელები კლასების დამრიგებლებს, ცალკეულ მასწავლებლებსა და კათედრების ხელმძღვანელებს შორის. მასწავლებლებმა ააწყონ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა მოსწავლეებთან. ამ პროცესში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Microsoft office 365-ის პროდუქტები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა საჯარო სკოლის წარმომადგენლისთვის. ამ მიზნით სკოლის წარმომადგენელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://email.mes.gov.ge/ და გაეცნოს ინსტრუქციებს.

საქართველოში სასწავლო პროცესი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 2 მარტის შემდეგ შეწყვეტილია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები