ადგილობრივი ტურიზმი

2019 წელს ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 8.6%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 992.9 ათასი შეადგინა.

ჯამში, ქვეყნის ტერიტორიაზე თვეში საშუალოდ 1.2 მილიონი ადგილობრივი ვიზიტი აღირიცხა, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა.

აქედან 656.9 ათასი ვიზიტი ექსკურსიული ტიპის იყო, ხოლო 530.7 ტურისტული ტიპის.

შიდა ტურიზმის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ნათესავების/ახლობლების მონახულება იყო, რასაც ვიზიტების 51% მიესადაგება. ვიზიტების 12.3% შოპინგზე მოდის, ხოლო დასვენებაზე, გართობასა და რეკრეაციაზე 9.7%.

2018 წელს თვიურად საშუალოდ 914.1 ათასი ვიზიტორი და 1.1 მილიონამდე ვიზიტი ირიცხებოდა.

 

 

კომენტარები