იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2158-მდე გაიზარდა

იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2,158-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 349 ადამიანი გარდაიცვალა.

გაზრდილია კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვიც. 16 მარტის მონაცემებით, იტალიაში ვირუსით დაინფიცირების 3,233 ახალი შემთხვევა აღირიცხა - სულ კი ახალი კორონავირუსით 27,980 ადამიანი დაინფიცირდა.

ამ დროის ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 179,223 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 78,285 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7,067 პირი გარდაიცვალა.

კომენტარები