ნინო ქადაგიძე

პარლამენტმა ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია

0 კომენტარი

პარლამენტმა ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია. 

მის კანდიდატურას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არავინ წასულა. კენჭისყრაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ის 10 მარტს შეარჩია და პარლამენტს წარუდგინა. ქადაგიძეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დღეს მოუსმინეს. 

ქადაგიძე ერთ-ერთია იმ 14 მოსამართლიდან, რომელიც პარლამენტმა 2019 წლის 12 დეკემბერს უვადოდ დანიშნა. დანიშვნას წინ შერჩევის პროცესი უძღოდა, რომელსაც ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საბჭოს არამოსამართლე წევრები აპროტესტებდნენ. შერჩევის პროცესი საერთაშორისო ორგანიზაცია ეუთო/ოდირმა მწვავედ გააკრიტიკა.

ქადაგიძე გიორგი მიქაუტაძის მიერ წარმოდგენილ იმ 10-კაციან სიაშიც იყო, რომელიც მან 2018 წლის დეკემბერში წარმოადგინა და რომელსაც პროტესტი მოჰყვა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა 2018 წლის 2 აგვისტოდან ვაკანტური იყო - წინა თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე 3-წლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ, სწორედ ამ დღეს გადადგა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს კანდიდატურა არ წარუდგინა. 2018 წლის 16 დეკემბრიდან კი, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო, ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია შევიდა, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიენიჭა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები