განზრახ მკვლელობის მცდელობა

3 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის შენახვისთვის კაცს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

0 კომენტარი

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

უწყების ცნობით, მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ.ჯ.-მ 2019 წლის 10 ივლისს, შურისძიების მოტივით,  განზრახ მოკვლის მიზნით, თბილისში, გიორგი აბაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის სადარბაზოში მყოფ - გ.ძ.-ს,გ.ბ.-ს  და დ.დ.-ს მიმართულებით საბრძოლო ხელყუმბარა ისროლა, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა. მ.ჯ.-ს ქმედების შედეგად სამივე პირმა სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიიღეს.

ასევე დადგინდა, რომ მ.ჯ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, 16 კალიბრის ე.წ „გადაჭრილი თოფი“, რომელსაც 2019 წლის 10 ივლისს, თბილისში, წყნეთში, ე.წ. სამთავრობო აგარაკების მიმდებარე ტერიტორიაზე და უკანონოდ ატარებდა. 

სამართალდამცველებმა მ.ჯ. 2019 წლის 10 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სამი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას), 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) (საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები