ტიკარაძე: სადაც მგზავრების მოჭარბებული რაოდენობა შეინიშნება ავტობუსები დაემატება

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქალაქებში მგზავრთა ნაკადებს ყოველდღიურად იკვლევენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ. 

"ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ სტატისტიკას, თუ როგორი ნაკადები არის მუნიციპალურ ტრანსპორტში, შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ იმ რეგიონებში და იმ მონაკვეთებზე სადაც შეინიშნება მგზავრების მოჭარბებული რაოდენობა იქნება დამატებული ავტობუსები," - თქვა ტიკარაძემ. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დღეიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. მისი თქმით, "ეს იყო გავრცელების ყველაზე დიდი კერა" და "ეპიდემიოლოგების შეფასებით, ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი". მანვე აღნიშნა, რომ მეტრო და ავტობუსები მუშაობას განაგრძობენ, თუმცა, მათ ევალებათ, ყოველდღიურად ატარონ დეზინფექცია. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 38 შემთხვევა არის დადასტურებული. 1261 ადამიანი კარანტინშია.

კომენტარები