ლარის კურსი

$40 მილიონის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 2.36 თეთრით გამყარდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 19 მარტის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა.

დოლართან გამყარებამ 2.36 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან - 8.88 თეთრი.

ამგვარად, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.1568 ლარი გახდა, ერთი ევროსი კი - 3.4109 ლარი.

ლარი გამყარდა ბრიტანულ ფუნტთან და თურქულ ლირასთან მიმართებითაც.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ლარი დოლართან ათ დღეში დაახლოებით 40 თეთრით გაუფასურდა, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა რეზერვებიდან.

კომენტარები