ენდელაძე: 86 წლის ქალის მდგომარეობა, ასაკის და დაავადებების გათვალისწინებით, მძიმეა

ინტერპრესნიუსი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 31 პაციენტია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, საყურადღებოა 86 წლის პაციენტის მდგომარეობა, ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით.

„ჩვენს კლინიკაში მოთავსებული 31 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მსუბუქი, საშუალო, მძიმე შემთხვევებიც გვაქვს, მაგრამ ყველა სტაბილურად არის.

ალბათ, გაინტერესებთ ერთ-ერთი ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც 86 წლისაა - მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, საყურადღებო ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, მაგრამ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას და ვცდილობთ ყველანაირად, რომ ყველაფერი დასრულდეს კარგად“, - თქვა ენდელაძემ.

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი სულ 43 ადამიანის დაუდასტურდა. მათგან 1 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები