სურსათი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განსაზღვრა ობიექტები, რომლებიც მუშაობას გააგრძელებენ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა ბრძანება "საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის შესახებ."

ბრძანების თანახმად განისაზღვრა იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომლებიც ფუნქციონირებას გააგრძელებენ ამა თუ იმ ობიექტის დახურვის ბრძანების მიუხედავად. ამ ობიექტების ჩამონათვალი ასეთია:

სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები); სურსათის სამაცივრე მეურნეობები; სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე); საზოგადოებრივი კვების ობიექტები მხოლოდ მიწოდების სერვისით; ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები; სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის იმპორტიორები); ვეტერინარული კლინიკები; ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები; ცხოველთა ფერმები; ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები; ზოომაღაზიები; პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები; სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები; საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები.

ბრძანების თანახმად, ბიზნესოპერატორებს ევალებათ, უზრუნველყონ პერსონალის მიერ ჰიგიენის ნორმების დაცვა.

კომენტარები