კვლევა: კორონავირუსის გადაცემა უსიმპტომოებსაც შეუძლიათ

GETTY IMAGES

ჩინეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, ახალი კორონავირუსის გადადებას სუსტი სიმპტომების ან ასიმპტომატური ადამიანები მეტად უწყობენ ხელს, ვიდრე ისინი, ვისაც მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აქვთ.

კვლევაში გამოყენებული მათემატიკური მოდელის თანახმად, რომელიც ჩინეთის მაგალითს ეყრდნობა, ასეთ შემთხვევებზე შესაძლოა, დაინფიცირებების 2/3 მოდიოდეს.

როგორც კვლევის ავტორები მიიჩნევენ, 2020 წლის 23 იანვრამდე, სანამ ჩინეთში სამგზავრო შეზღუდვა ამოქმედდებოდა, შემთხვევების 86% აღურიცხავი იყო. ავტორების მიხედვით, აღრიცხული შემთხვევების 79% აღურიცხავი იყო.

აღურიცხავი შემთხვევების მნიშნველოვანი ნაწილი, კვლევის ავტორების აზრით, მოდიოდა სიმპტომების მცირედით გამოვლინებაზე ან არარსებობაზე. ასეთ დროს, შეიძლება, დაინფიცირებულს ჰქონდეს მცირედით მაღალი ტემპერატურა, სურდო, რასაც ალერგიის სეზონის ფონზე არასაკმარისი ყურადღება შეიძლება მიექცეს.

გარდა ამისა, ვირუსის საინკუბაციო პერიოდი დაახლოებით ხუთი დღეა. ამ დროის განმავლობაში დაინფიცირებულს კორონავირუსის სიმპტომები არ უვლინდება, თუმცა ბრაიანტის უნივერსიტეტის პროფესორის, კირსტენ ჰოკნესის თქმით, სწორედ ამ პერიოდში ხდება ვირუსის აქტიური გადაცემა.

ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 272 167 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 11 299 პაციენტი, ხოლო 87 403 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები