ეკონომიკა

ყველაზე ცუდი კვირა 2008 წლის შემდეგ, უმსხვილესი საფონდო ინდექსები 14%-ით შემცირდა

0 კომენტარი

ახალი კორონავირუსის პანდემიისა და ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე, გრძელდება მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ინდექსების კლებაც. მიმდინარე კვირა ამერიკული ინდექსებისთვის, 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგებით დასრულდა. 

კვირის ბოლო სავაჭრო დღეს, საკვანძო ამერიკული ინდექსები საშუალოდ 4%-ით შემცირდა. 4,6%-ით შემცირდა Dow&Jones-ის ინდექსი, 4,3%-ით დავარდა S&P 500-ის მაჩვენებელი, ხოლო NASDAQ-მა თავისი მოცულობის 3,8% დაკარგა. 

კვირის საშულო კლებამ 14,6% შეადგინა. კერძოდ, მიმდინარე კვირაში 17,3%-ით შემცირდა Dow&Jones-ის ინდექსი, 15%-ით დავარდა S&P 500-ის, მაჩვენებელი, ხოლო NASDAQ-ის 12,6%-ით. ესეთი ცუდი სავაჭრო კვირა უმსხვილეს ამერიკულ ინდექსებს ბოლოს, 2008 წლის ოქტომბერში გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს ჰქონდათ. 

ამგვარად, ამერიკულმა ინდექსებმა სრულად დაკარგა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს გამომუშავებელი ნამატი და ჯამური მოცულობა ამ დროისთვის 2016 წლის მაჩვენებელს უტოლდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები