პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდგინდა

Hollywood Reporter

79 წლის ლეგენდარულ ესპანელ ტენორს, პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მომღერალმა თავად გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:

"ვგრძნობ, ჩემი მორალური ვალდებულებაა, გაცნობოთ, რომ დამიდგინდა COVID 19, კორონავირუსი. მე და ჩემი ოჯახი თვით იზოლაციაში ვართ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭიროა. ამჟამად ყველანი კარგად ვართ, თუმცა მე მქონდა სიცხე და ხველა, ამდენად გადავწყვიტე, ტესტი ჩამეტარებინა და შედეგი პოზიტიური აღმოჩნდა."

დომინგო ყველას მოუწოდებს, მისდიონ მითითებებს, ხშიად დაიბანონ ხელები, თითქმის ორ მეტრიანი დისტანცია დაიცვან დანარჩენებისგან და დარჩნენ სახლში.

რამდენიმე დღის წინ ესპანელმა ტენორმა კორონავირუსით დაავადებულების დასახმარებლად ნახევარი მილიონი დოლარი გაიღო.

კომენტარები