კორონავირუსი საქართველოში

ახალი კორონავირუსისგან საქართველოში 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა

"პირველი სასიხარულო ამბავი მინდა გითხრათ, რომ 2 პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ. გარდა ამისა, დღეს საღამოსაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები. ვერ გეტყვით, რომ ხვალ სხვებსაც გავწერთ, მაგრამ დღეს მივიღეთ 5 უარყოფითი პასუხი. 3-ს დაემატა 5, სულ 8", - ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძე გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა".

დღეს დილით, 22 მარტს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ თქვა, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ ორი პაციენტის განმეორებითი კვლევის ნიმუშზე პასუხი უარყოფითი იყო. დილის მონაცემებით კი, სულ COVID-19-ისგან 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა, კარანტინის რეჟიმში - 3254 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 233.

კომენტარები