გახარია: ესპანეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 65 წლის ქართველი მამაკაცი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ესპანეთში კორონავირუსის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"დღეს ესპანეთში ინფიცირებული იყო 3107 ადამიანი და გარდაიცვალა 375 ადამიანი, საუბედუროდ, ერთი საქართველოს მოქალაქე, 65 წლის მამაკაცი," - თქვა გახარიამ.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ესპანეთში კორონავირუსის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 21 მარტს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ქართველი ქალი.

"ესპანეთში საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში ჩვენი თანამემამულე, სამწუხაროდ, გარდაიცვალა - ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს კორონავირუსი," - თქვა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

კომენტარები