კორონავირუსი ესპანეთში

ესპანეთში, მოხუცთა თავშესაფრებში მიტოვებული და გარდაცვლილი მოხუცები იპოვეს

0 კომენტარი
ფოტო: BBC

ესპანელმა სამხედროებმა მოხუცთა თავშესაფრებში მიტოვებული მოხუცები აღმოაჩინეს, ზოგიერთი მათგანი საწოლში გარდაცვლილია. ამის შესახებ BBC ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. 

მათი ინფორმაციით, კორონავირუსის აღმოჩენის შემდეგ თავშესაფრები პერსონალმა თვითნებურად დატოვა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. 

ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის თქმით, მოხუცებთან მოპყრობის მიმართულებით, მთავრობა მკაცრ ღონისძიებებს გაატარებს. 

მადრიდში მდებარე ყინულის მოედანი, დროებით მორგად არის გადაქცეული, სადაც კორონავირუსიგან გარდაცვილითა ცხედრებს დაასვენებენ მანამ, სანამ მათ დამკრძლავი ბიუროების წარმომადგენლები მიაკითხავენ.

ესპანეთი, ჩინეთის და იტალიის შემდეგ, რიგით მესამე ქვეყანაა კორონავირუსის გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ. ბოლო მონაცემებით, 35 136 შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვალა 2 311 ადამიანი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები