სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 235-მდე გაიზარდა

AA Photo

სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ კი ვირუსული ინფექცია 235 ადამიანს დაუდასტურდა.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა საკუთარ Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.

ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, 235 შემთხვევიდა 26-ს პნევმონია აღენიშნება. მან სომხეთის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

24 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 382,366 ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსისგნ განიკურნა 102,505, ხოლო გარდაიცვალა - 16,568.

კომენტარები