ლარის კურსი

ლარის გასამყარებლად ეროვნული ბანკი 40 მილიონ დოლარს გაყიდის

newposts.ge

ლარის გაცვლითი კურსის მხარდასაჭერად ეროვნული ბანკი 25 მარტს 40 მილიონ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი. 

"კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკი და პანდემიის მომავალი განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენის მოლოდინები ­­ბოლო დღეების განმავლობაში სავალუტო ბაზარზე გაზრდილ მერყეობაშიც აისახა", — ნათქვამია განცხადებაში. 

ეროვნული ბანკში ამბობენ, რომ წინა წლებში სავალუტო რეზერვების დაგროვება მიმდინარეობდა და ეროვნული ბანკი კრიზისს მომზადებულად შეხვდა. 

ამგვარად, ბოლო კვირის განმავლობაში ეს უკვე მესამე ინტერვენცია იქნება. წინა დღეებში ეროვნულმა ბანკმა უკვე გაყიდა 60 მილიონი დოლარი. დღეს ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე ლარი მკვეთრი ტემპებით უფასურდება. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 3,5 ლარს აღემატება, იგივე მაჩვენებელია Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც. ოფიციალური კურსით 1 დოლარის ღირებულება 3,23 ლარია, ხოლო 1 ევორის 3,45 ლარი.

კომენტარები