#სირცხვილია

პრეზიდენტი ომბუდსმენს: ახლა მიხვდა ლომჟარია [რომ დეზინფორმაცია კლავს]

ნინო ლომჯარიამ ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა ვიდეო, რომელშიც თენგიზ ცერცვაძე სირცხვილიას აქტივისტის, ნოდარ რუხაძის შესახებ ყალბ ამბავზე საუბრობს, როგორც დადასტურებულ ფაქტზე.

სახალხო დამცველმა ვიდეოს დაურთო წარწერა: "დეზინფორმაცია კლავს".

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლომჯარიას ლინკის კომენტარში პირადი ანგარიშით დაწერა:

"ახლა მიხვდა ლომჟარია...". [სტილი დაცულია]

თბილისის ინექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადება, ნოდარ რუხაძის მიმართვა და ცერცვაძის პასუხი ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები