კორონავირუსი და ეკლესია

მეუფე საბა: ვადასტურებ, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში ერთ-ერთ მღვდელს კორონავირუსი აქვს

facebook: Saint Sava Monastery

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, საბა ინწკირველის ინფორმაციით, მათ ეპარქიაში ერთ-ერთ მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას მან თავად დაუდასტურა. ეპისკოპოსი საბა ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ დაინფიცირებულ მღვდელს ბოლო პერიოდში წირვა არ ჩაუტარებია.

დღეს დილით ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში კორონავირუსი ერთ-ერთ სტიქაროსანსაც დაუდასტურდა. 

მანამდე საპატრიარქოში ტაბულას უთხრეს, რომ ამერიკის ეპარქიაში დაინფიცირებული მღვდლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. 

დღევს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი რუსთავის ეპარქიის ერთერთ მღვდელსაც დაუდასტურდა, თუმცა, საპატრიქრქოში ამბობენ, რომ მსგავსი ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები