კორონავირუსი და ეკონომიკა

თეთრი სახლი და კონგრესი $2 ტრილიონიან მასტიმულირებელ პაკეტზე შეთანხმდნენ

0 კომენტარი

თეთრ სახლსა და აშშ-ის სენატს შორის შედგა შეთანხმება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკურ ზომებზე კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად.

თითქმის 2 ტრილიონ დოლარიანი პაკეტი მოიცავს ამერიკელებისთვის ფულის პირდაპირ დარიგებას, უმუშევრობის შემწეობის გაფართოებას, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ასობით მილიარდი დოლარის სესხებსა და ჯანდაცვის სექტორისთვის დამატებითი რესურსის გამოყოფას.

შედარებისთვის, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის მასტიმულირებელი პაკეტი 800 მილიარდი დოლარის ღირებულების იყო.

სენატის უმრავლესობის ლიდერი, მიჩ მაკკონელი მთავრობის ზომების "საომარი დროის ინვესტიციის დონეს" უწოდებს. კანონპროექტით კმაყოფილია სენატის უმცირესობის ლიდერი, ჩაკ შამერიც, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატების ჩარევის შედეგად პაკეტი "მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა".

სენატში შეთავაზება დღესვე გავა დასამტკიცებლად, შემდეგ მას კენჭი ეყრება წარმომადგენელთა პალატაში და ბოლოს, კანონპროექტს ხელს მოაწერს პრეზიდენტი ტრამპი, რისთვისაც ის, ფინანსთა მდივნის თანახმად, სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები