stopcov.ge

StopCov ფონდში გახსნიდან 72 საათში 9 მილიონი ლარი მოგროვდა

ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი
კვირა

ბიზნესომბუდსმენის აპარატში შექმნილ ფონდში StopCov პირველ 72 საათში 9 მილიონი ლარი შეგროვდა.

ფონდში თანხის გადარიცხვა ნებისმიერი ადამიანისთვისაა შესაძლებელი, თუმცა ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცნობით, მსხვილი დონაციები გაიღეს დიდმა კომპანიებმა. მათ შორისაა მაგთიკომი, RMG, PSP, თეგეტა მოტორსი და სხვები.

როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, ფონდში შეგროვილი თანხა "ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება."

კომენტარები