თეთრი ტაქსები

ტაქსებს, რომლებიც საგანგებოს გამო ტექდათვალიერებას ვერ გადიან, ლიცენზიას არ გააუქმებენ

0 კომენტარი
თეთრი ტაქსები ფოტო: flickr.com

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სავალდებულო ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან, ნებართვები არ გაუუქმდებათ.

"ტაქსების მფლობელები სავალდებულო პროცედურის გავლას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეძლებენ. მანამდე კი ტაქსით მომსახურების გაწევა შეუფერხებლად შეუძლიათ",- წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტაქსის მძღოლებს მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურული არ უნდა ჰქონდეთ. მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს - მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.

მერია მოუწოდებს ტაქსის მძღოლებს დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები