საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ამ ეტაპზე 79 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 10 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის კარანტინში 4 346 ადამიანი იმყოფება. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
21 აპრილამდე ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.