კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

Shutterstock

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის, კახა იშხნელის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 2 წლის ბავშვს დაუდასტურდა. მისი თქმით, ბავშვის ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მათ ჯერჯერობით ვირუსი არ უდასტურდებათ. 

"ცნობილი კლასტერის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 2 წლის ბავშვს დაუდასტურდა. ოჯახი იყო გასული თვითიზოლაციაში და ერთერთი კვლევის დროს დადასტურდა ამ ბავშვთან კორონავირუსი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კლინიკური გამოხატულება არ არის, მისი ოჯახის წევრებიც მკურნალობენ, თვითონ მშობლები არ არიან დაინფიცირებული, დედას უწევს ყოფნა ბავშვთან ერთად"- ამბობს იშხნელი. 

საქართველოში ამ ეტაპზე 79 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 10 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კარანტინში 4 346 ადამიანი იმყოფება. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. 

21 აპრილამდე ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

კომენტარები