ბოლო 24 საათში COVID 19-ით იტალიაში 662 ადამიანი გარდაიცვალა

ABC

ბოლო 24 საათში იტალიაში ახალი კორონავირუსით კიდევ 662 ადამიანი გარდაიცვალა, სულ ვირუსულ ინფექციას ქვეყანაში 8,165 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც. ამ დროის მონაცემებით, იტალიაში 6,153 ახალი დაინფიცირებული პირია, ჯამში კი კორონავირუსი 80,539 ადამიანს დაუდასტურდა.

იტალიაში COVID 19-ით, მსოფლიოს სხვა ქქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთსა და ესპანეთთან, შედარებით ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ნახევარ მილიონს გადაცდა [510,645], გამოჯანმრთელდა 122,245 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა - 23,028.

კომენტარები