CROCS ჯანდაცვის სფეროში მომუშავეებს საკუთარ ფეხსაცმელებს აჩუქებს

FOX 10 Phoenix

CROCS-ის განცხადებით, კომპანია დღეში 10 000 წყვილ ფეხსაცმელს გაუგზავნის ჯანდაცვის სფეროში მომუშავე იმ ადამიანებს, რომლებიც ახალ კორონავირუსს ებრძვიან. 

"ბოლო კვირის განმავლობაში ჩვენ ვესაუბრეთ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს, მათ ორგანიზაციებს და ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც კი და მათ სპეციფიკურად ჩვენი ფეხსაცმელები მოითხოვეს, რათა მათი ფეხები მსუბუქად იყოს," - ამბობს Crocs-ის ხელმძღვანელი ენდრიუ რიზი. 

Crocs-ი რეზინის ფეხსაცმელებია, რომლებიც ასევე წყალგამძლეა და მარტივად ირეცხება. სწორედ ამ უკანასკნელი თვისების გამო აჩერებენ მასზე არჩევანს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები, რადგან ხელი არ შეუწყონ ახალი კორონავირუსის გავრცელებას. 

კომპანიის განცხადებით, ფეხსაცმელების მიწოდება პირდაპირ საავადმყოფოებსა და სხვა ორგანიზაციებში მოხდება, თუმცა ამავდროულად, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ საიტზე www.crocs.com/freeforhealthcare და უფასო ფეხსაცმელები მოითხოვონ. კომპანიის განცხადებით, ისინი იქამდე გააგრძელებენ ფეხსაცმელების გაჩუქებას, სანამ მარაგი ეყოფათ.

კომენტარები