ამერიკელმა დიზაინერმა, რალფ ლორენმა Covid-19-თან ბრძოლისთვის 10 მილიონი დოლარი გაიღო

WWD

ამერიკელმა დიზაინერმა, რალფ ლორენმა, ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 10 მილიონი დოლარი გაიღო.

გაღებული თანხა ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებსა და ვირუსით დაზარალებულ ადამიანებს მოხმარდება.

"ჩვენი კომპანია ყოველთვის მოიცავდა ერთად ყოფნის იდეას, რაც შთაგონებას აძლევს ჩვენს კრეატიულობას, თავდაჯერებულობასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ერთმანეთის მხარდაჭერას. გასული კვირებისა და თვეების ფონზე ეს სულისკვეთება არ გამქრალა. გვჯერა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ და საიდან ხარ, ჩვენ ყველანი დაკავშირებულები ვართ ერთმანეთთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ მნიშვნელოვან ბაჯის გადავდგამთ ჩვენი გუნდისა და საზოგადოების დახმარებისთვის", - თქვა დიზაინერმა.

გარდა თანხისა, რალფ ლორენის ფონდი 250 000 პირბადესა და 25 000 სამუშაო ხალათს შეკერავს და მათ ამერიკაში გაავრცელებს.

27 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსი 549 303 ადამიანს დაუდასტურდა. 24 871 გარდაიცვალა, 128 654 გამოჯანმრთელდა. 395 778 პაციენტი კვლავ მკურნალობას განაგრძობს, აქედან 20 976 სერიოზულ ან კრიტიკულ მდგომარეობაშია.

კომენტარები