როუჰანი: ირანის ჯანდაცვა ძლიერია, Covid-19-ის მომავალ შემთხვევებთან გასამკლავებლად მზად ვართ

New York Post

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ 28 მარტს სახელმწიფო ტელევიზიაში განაცხადა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა ძლიერია და კორონავირუსის მომავალ შესაძლო გაზრდილ დადასტურებულ შემთხვევებთან გასამკლავებლად მზადაა.

ირანი მსოფლიოში რამდენიმე ქვეყნიდან ერთერთია, სადაც ახალი კორონავირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული - ირანის ოფიციალური მონაცემებით, ირანში ახალი ვირუსის 32 964 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 2 378 პირი, გამოჯანმრთელებულია 11 133.

მსოფლიოში კორონავირუსით მეოთხე ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ირანშია.

26 მარტს ქვეყანაში ქალაქებს შორის გადაადგილება აკრძალეს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ირანში ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა, შესაძლოა, გაიზარდოს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ირანს ბრალს სდებს, რომ ვუხანის ვირუსის, იგივე კორონავირუსის გავრცელებაზე კვირების განმავლობაში იტყუებოდნენ.

ირანი ქვეყნებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსის ფონზე აშშ-ის მიერ ირანზე სანქციების მოხსნის იდეას მხარი დაუჭირონ. აშშ ირანს ვირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან სთავაზობს დახმარებას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სანქციები არ ეხება საკვების, წამლების, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა ჰუმანიტარული დახმარების იმპორტს. "ირანული დოკუმენტები მოწმობს, რომ მათ ჯანდაცვის კომპანიებს შეუძლიათ ვირუსის ტესტების იმპორტი აშშ-ს სანქციები დაბრკოლების გარეშე," - წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.

ამერიკის შეერთებული შტატები ირანს, ჩინეთთან და რუსეთთან ერთად, ბრალს სდებს ახალ კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელებაში.

28 მარტის ამჟამინდელი მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ვირუსით 607 310 პირია დაინფცირებული, გარდაიცვალა 27 677, გამოჯანმრთელდა 134 295.

კომენტარები