კორონავირუსი საქართველოში

თსსუ-ს კლინიკის დირექტორი: დაგვემატა ერთი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, დღეს კლინიკაში კიდევ ერთი ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად კლინიკაში სულ 15 Covid-19-ით ინფიცირებული ადამიანი მკურნალობს.

"დაემატა ერთი პაციანტი სამწუხაროდ და ამჟამად 15-ია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა დაბურული მინის სინდრომი, რაც ამ დაავადებისთვის არის დამახასიათებელი", - თქვა მან.

ლევან რატიანმა დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაზეც ისაუბრა.

"რაც შეეხება ძველი პაციენტებს, დინამიკაში მათი მდგომარეობა უარყოფითი კლინიკით არ შეცვლილა, ვიცით რომ გვყავს კრიტიკულ დეპარტამენტში ორი რეანიმაციული პაციენტი, რომლებიც იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე. რაც შეეხება დანარჩენი 13 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. სამი პაციენტი, რომელიც 15 და 17 რიცხვში, მათი მდგომარეობა მკვეთრად დადებითი დინამიკით არის", - თქვა მან.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინე ეზუგბაიას თქმით, თსსუ-ს კლინკაში დღეს შეყვანილი ერთი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი კორონავირუსის 85 დადასტურებულ შემთხვევაში შედის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები