კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: არ ვიცით 3 შემთხვევის პირველწყარო, მაღალი ალბათობით შიდა გავრცელება გვაქვს

0 კომენტარი

დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის პირველწყარო დადგენილი არ არის და დიდი ალბათობით უკვე გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი.

"არ ვიცით სამი შემთხვევის პირველწყარო. ამ სამიდან ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ გასული ვართ და დავადგენთ, ისიც უკვე იზოლირებულია და შესაბამისად გამოკვლეული, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით ვერ დავადგენთ.

ანუ, ამ ორ შემთხვევაში უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი. არის ეს ხალხი ქვეყანაში, სადაც უკვე არის ნიშანი და არის განგაშის ნიშანი შიდა გადაცემისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში და ის უკვე სხვას ასნებოვნებს, სხვას გადასდებს, თვითონ ეს ფაქტია ძალიან საყურადღებო და ვიტყოდი საგანგაშო", - თქვა მან.

საქართველოში, 28 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევა არის დადასტურებული. აქედან, 16 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები