კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 91-ე პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობლია - ინგლისში მოგზაურობას უკავშირდება

Interpressnews

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, რიგით 91-ე პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია და ეს უკავშირდება ინგლისში მოგზაურობას. კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტი საქართველოში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა "ჯერჯერობით მძიმე არაა".

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს დილით, 29 მარტს, 10 პაციენტს ჩაუტარდა ტესტი, აქედან 1 დადებითი აღმოჩნდა, ხოლო დანარჩენი 9-ის პასუხი უარყოფითია.

"სულ არის 91, აქედან 47 პაციენტი არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული, დანარჩენი 44 არის COVID-ის 6 მიმღებ დაწესებულებაში", - ამბობს ეზუგბაია.

ეზუგბაიას ცნობით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, ჯერჯერობით კლინიკაში კვლავ რჩება 4 პრობლემური პაციენტი, რომელთაგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 2-ს აქვს პნევმონიის მძიმე ფორმა.

საქართველოში ამ დროის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 91 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4 717 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268.

კომენტარები