ახალი კორონავირუსი

კვლევა: აშშ-ში COVID 19-ით გარდაცვალება პიკს 15 აპრილს მიაღწევს, ივლისის შუაში ნულამდე დავა

0 კომენტარი
ფოტო: Vox

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მოდელირების თანახმად, აშშ-ში კორონავირუსით ერთ დღეში გარდაცვლილთა რიცხვი პიკს 15 აპრილს მიაღწევს.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების ზრდაა ნავარაუდევი, 15 აპრილს კი IHME-ს პროგნოზით ვირუსი 2 271 ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.

გარდაცვალების მაჩვენებელი ზრდას 18 აპრილიდან დაიწყებს, როცა დღეში 2 200 ადამიანის გარდაცვალებაა ნავარაუდევი. 30 აპრილისთვის ფატალური შემთხვევების რაოდენობა დღეში 1 478-მდე დაიკლებს, 15 მაისისთვის 675-მდე, 30 მაისისთვის კი 231-მდე.

IHME-ს პროგნოზით, 16 ივლისს კორონავირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა აშშ-ში არ აღირიცხება. საბოლოო ჯამში, ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი აშშ-ში 4 აგვისტოსთვის 82 141 ადამიანს შეიწირავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები