My Neighbor Totoro 

ფოტოები: სახლი, რომელიც მიაძაკის საკულტო ანიმეს My Neighbor Totoro ინსპირაციით ააშენეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

My Neighbor Totoro  ჰაიაო მიაძაკის ცნობილი ანიმეა, რომელსაც ისევე, როგორც სტუდიის Ghibli სხვა ანიმეებს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. 

1988 წლის ანიმე ორი დის - საცუკისა და მეის ამბავს მოგვითხრობს. გოგოებს მამა სოფელში გადაიყვანს საცხოვრებლად, რომ ავად გამხდარ და საავადმყოფოში გადაყვანილ დედასთან უფრო ახლოს იყვნენ. ოჯახის სახლი ტყესთან დგას, რომელშიც დები ახალ, უჩვეულო მეგობარს - ტოტოროს გაიცნობენ და თავგადასავლებიც მაშინ დაიწყება. 

ანიმეს შთაგონებით შექმნილი სახლი მსოფლიო გამოფენის ფარგლებში 2005 წელს ნაგაკუტეში ააშენეს და ის მნახველების საყვარელ ადგილად იქცა. საზოგადოების მოთხოვნით სახლი დღემდე  გახსნილია ყველა მსურველისთვის, რომელსაც მისი მონახულება სურს. 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები