ახალი კორონავირუსი

მოსადმა ისრაელში 10 მილიონი სამედიცინო ნიღაბი და 100 ათასი სწრაფი ტესტი ჩაიტანა

0 კომენტარი

მოსადმა - ისრაელის დაზვერვის სამსახურმა - ქვეყანაში 10 მილიონი სამედიცინო ნიღაბი და ფილტვების ვენტილაციის 27 აპარატი ჩაიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ნიღბებისა და ფილტვების ვენტილაციის აპარატების გარდა, მოსადმა ისრაელში  Covid-19-ის დამდგენია რამდენიმე ათასი ტესტი და N95 სამედიცინო ნიღაბი ჩაიტანა, რომელიც მთელ მსოფლიოში დეფიციტურია. 

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დავალებით, ქვეყანაში საჭირო სამედიცინო ეკიპერებით მომარაგების პროცესს სწორედ მოსადის დირექტორი, იოსი კოენი, ხელმძღვანელობს. ინფორმაცია, თუ როგორ და ვისგან ყიდულობს დაზვერვის სამსახური მთელ მსოფლიოში დეფიციტურ სამედიცინო ეკიპირებას, დახურულია. 

წინა კვირებში ცნობილი გახდა, რომ მოსადმა ისრაელში ახალი კორონავირუსის დამდგენი 100 ათასი ტესტი შეიტანა. როგორც ცნობილია კიდევ 4 მილიონი ტესტი ადგილზე უახლოეს დღეებში ჩავა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამედიცინო მოწყობილობები იმ ქვეყნებიდან ჩამოვიდა, რომელებთანაც ისრაელს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები