კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 21

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 21-მდე გაიზრდა.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.  

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 108 შემთხვევაა დადასტურებული.

ამ დროისათვის კარანტინში 5114 ადამიანია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ გვერდზე არის განთავსებული. 

გუშინ, 30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 00:06 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები