ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში დღეს კორონავირუსი კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურდა. ჯამში, ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს მკურნალობენ.
"ერთი არის შიდა გადაცემა, მეორე - გერმანიის კლასტერი. ორივე შემთხვევაში უკვე დაწყებულია მკურნალობა", - თქვა მაკა სოლოღაშვილმა.
ჯამში, ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს მკურნალობენ.
სოლოღაშვილის თქმით, 3 პაციენტის გამოჯანმრთელება "კარგი ტენდენციით მიმდინარეობს" და მათ უახლოეს დღეებში განმეორებით ტესტირებას ჩაუტარებენ.
მისი ინფორმაციით, დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ზე ტესტს ორ პაციენტს გაუკეთებენ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 22 პირი გამოჯანმრთელდა.
30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 00:06 საათამდე - კომენდანტის საათი.
21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.