კორონავირუსი და ეკონომიკა

გახარია: ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო

საქართველოს მთავრობა

მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობამ 2 მილიარდი ლარი გამოიყო.

"ეს გახლავთ ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად, კომპანიების მიმდინარე წარმოების, მიმდინარე ბიზნესის შესანარჩუნებლად." - ამბობს გახარია.

მისი თქმით, "ერთმნიშნველოვნად ცხადია, რომ ჩვენ შევდივართ რეცესიის პერიოდში და შეუძლებელია, ამას არ ჰქონდეს მძიმე ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზეც."

"ჩვენ იძულებული ვართ და ჩვენი პასუხისმგებლობა გახლავთ, ყველა სხვა აქტორისგან განსხვავებით, მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად გამოვიყენოთ თუნდაც ის მწირი შესაძლებლობები ჩვენი ეკონომიკის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს." - თქვა პრემიერმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, მთავრობა მობილიზებული სახსრებით გააგრძელებს "მსხვილ, სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს" და დაეხმარება სხვა დარგებსაც, გააგრძელონ მუშაობა. პრემიერის თქმით, "ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი და ეს არის პირველი ეტაპი".

მთავრობამ კორონავირუსის კრიზისის შედეგად ეკონომიკური ზიანის შესარბილებლად პირველი ნაბიჯები 13 მარტს წარადგინა. მასტიმულირებელ პაკეტში საუბარი იყო გაზრდილ ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე, საგადასახადო შეღავათებზე და სხვადასხვა შეღავათზე ტურიზმის სექტორისთვის.

კომენტარები