კორონავირუსის ტესტები

Covid 19-ის რამდენი ტესტი ტარდება საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ 31 მარტს განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსზე 2200-ზე მეტი ტესტი იყო ჩატარებული.

თუ ავიღებთ, რომ 31 მარტისთვის საქართველოში 2200 ტესტი ჩატარდა, გამოვა, რომ მილიონ ადამიანზე საშუალოდ 591 ტესტი ტარდება, რაც სომხეთთან შედარებით დაახლოებით ორჯერ ნაკლებია.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ დროისათვის იქ დაახლოებით 30 000 ტესტი ჩატარდა Covid 19-ზე. შესაბამისად, აზერბაიჯანში მილიონ მოსახლეზე 3 ათასამდე ტესტი ტარდება.

ტესტები განსაკუთრებით დიდი სიხშირით სამხრეთ კორეაში ტარდება - მილიონ ადამიანზე თითქმის 8 ათასი. მასობრივი ტესტირება სამხრეთ კორეის ეფექტური მიდგომის საფუძველი გახდა. კლასტერების მალევე გამოვლენამ და ყველა შესაძლო კონტაქტის ტესტირებამ ქვეყანას საშუალება მისცა, კორონავირუსის კრიზისთან გასაკმლავებლად ჩინეთივით მკაცრი ზომები თავიდან აერიდებინა.

კომენტარები