კორონავირუსი რუსეთში

რუსეთში ბოლო 24 საათში COVID 19-ით ინფიცირების 771 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში,ბოლო 24 საათში, ახალი კორონავიუსით ინფიცირების 771 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური მონაცემებით, ჯამში ვირუსული ინფექციით 3 548 პირი დაინფიცირდა, აქედან 235 გამოჯანმრთელდა.

გაიზარდა COVID 19-ითგარდაცვლილთა რიცხვიც. გასულ დღე-ღამეში ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა, სულ კი კორონავირუსმა 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლმა.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული 130 შემთხვევაა აღწერილი, ვირუსული ინფექციისგან 26 პირი განიკურნა. საკარანტინო რეჟიმში 5 550 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

კომენტარები